დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში შეხვედრას არ გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.ორი ქვეყნის ლიდერი, ხვალ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპს სხვა მსოფლიო ლიდერებთან აქვს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრები.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო შეხვედრა თეთრ სახლში, თებერვლის მიწურულს გაიმართა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად იყო ჩასული. თუმცა ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა.
თარგმნა: პირველი არხი