აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Time-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის ძირითადი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილია და ასევე ნათლად განაცხადა, რომ ყირიმს უკრაინისთვის დაკარგულად მიიჩნევს.

დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინა განცხადებები, რომ უკრაინამ თავად გამოიწვია ომი NATO-ში გაწევრიანების მცდელობით.

"ვფიქრობ, ეს ომი იმიტომ დაიწყო, რომ მათ NATO-ში გაწევრიანებაზე დაიწყეს საუბარი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე, ტრამპმა, უკრაინის მიერ ცის დასაცავად ამერიკული Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის წინადადებაზე კომენტარის გაკეთებისას, მიანიშნა, რომ სწორედ უკრაინამ "დაიწყო ომი".

მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ ყირიმს უკრაინისთვის დაკარგულად მიიჩნევს.

"ყირიმი რუსეთს დარჩება", - განაცხადა ტრამპმა.