პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, პილოტები, რომელთა გამანადგურებელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, თავს კარგად გრძნობენ.

„ის თავს მართლაც კარგად გრძნობს", - თქვა ტრამპმა სამხედროზე, რომელიც ირანში  დღეზე მეტხანს იმალებოდა, სანამ მას სარისკო ოპერაციის შედეგად გადაარჩენდნენ. ეკიპაჟის მეორე წევრი კატასტროფიდან მალევე იქნა ევაკუირებული - წერს მედია.

„ორივე დაშავდა, მაგრამ თავს კარგად გრძნობენ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ აღდგომის ღონისძიებაზე.

სამხედროების კუთვნილი F-15E Strike Eagle ტიპის გამანადგურებელი პარასკევს ჩამოაგდეს, რაც კონფლიქტის განმავლობაში ირანის თავზე აშშ-ის თვითმფრინავის ჩამოგდების პირველი შემთხვევაა.

ეს სამაშველო ოპერაციის შესახებ, დონალტ ტრამპის პირველი საჯარო კომენტარია.
პრეზიდენტი ამ საკითხზე უფრო ვრცლად, მოგვიანებით, ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრებს.