აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანს 48 საათი დარჩა საიმისოდ, რომ აშშ-სთან შეთანხმება დადოს ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ "ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს". ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი იმისთვის, რომ ან შეთანხმება დადონ ან ჰორმუზის სრუტე გახსნან. დრო იწურება, 48 საათი დარჩა, სანამ ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს. დიდება უფალს!" - წერს ტრამპი.
მანამდე, 3 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმების არ დადების შემთხვევაში ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც მან "ირანის უდიდესი ხიდი ჩამონგრევის" შესახებ სოციალურ მედიაში პოსტი გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ტრამპმა თქვა, რომ ის ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 6 აპრილის საღამომდე აჩერებს. ის წერს, რომ მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" მიმდინარეობს.








