თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება დღეებში სურს და არა კვირებში.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა Fox News განუცხადა, რომ თუ შეთანხმება სწრაფად არ შედგება, ის ირანში ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას განიხილავს. ტრამპი თეირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა.








