აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. თუმცა, მისივე თქმით, „ის საკმარისად კარგი არ არის“.
„მათ წინადადება წამოაყენეს და ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკმარისად კარგი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ისინი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ვნახოთ, რა მოხდება. პირველი რეჟიმი დაემხო, მეორე რეჟიმი დაემხო, ახლა, ადამიანთა მესამე ჯგუფი, რომელთანაც საქმე გვაქვს, არც ისე რადიკალიზებულია და ვფიქრობთ, ისინი სინამდვილეში ბევრად ჭკვიანები არიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, „სიენენმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს საერთაშორისო შუამავლების მიერ შემუშავებულ 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისთვის მხარი არ დაუჭერია.
„ეს მრავალი იდეიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია სწრაფი ტემპით გრძელდება.










