ერთი წლის წინ ჩვენი ქვეყანა მკვდარი იყო, მაგრამ ახლა აქ სიცოცხლე ჩქეფს, ეს მე მითხრა ნატო-ს ყველა ლიდერმა, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც მსურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სი-ენ-ბი-სი-სთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

„ერთი წლის წინ ჩვენი ქვეყანა მკვდარი იყო. ახლა კი ამ ქვეყანაში სიცოცხლე ჩქეფს, მსოფლიოში ყველაზე მეტად. ეს მე პირადად მითხრა ნატო-ს ყველა ლიდერმა, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც მსურს. ეს მითხრა საუდის არაბეთის მეფემ. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა, კატარის ლიდერებმა და ბევრმა სხვამ“, – განაცხადა ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი