აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან ომს დაასრულებს, თუ ნავთობის ფასები კვლავ დაეცემა.
"თუ ენერგორესურსების ფასები საკმარისად დაეცემა, პუტინი შეწყვეტს ადამიანების მკვლელობას. თუ ენერგორესურსების ფასები ბარელზე კიდევ 10 დოლარით დაეცემა, მას სხვა გზა არ ექნება, რადგან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია", - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვას აგრძელებს.
"ჩვენ 25%-ზე შევთანხმდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო 24 საათში ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავზრდი, რადგან ისინი რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ისინი საომარ მანქანას ამუშავებენ. და თუ ისინი ამას გააგრძელებენ, მე უკიდურესად უკმაყოფილო ვიქნები", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.