აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, რუსეთს სავარაუდოდ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ეწვევა. ტრამპმა ამის შესახებ ნიუ ჯერსიში CBS News-ის ჟურნალისტს ჯენიფერ ჯეიკობსს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსებმა უიტკოფთან შეხვედრა ითხოვეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა მოხდება თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ტრამპმა უპასუხა რომ სანქციები იქნება.

"სანქციები იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ კარგად ახერხებენ სანქციების გვერდის ავლას, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება," - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ბევრ სიცოცხლეს იწირავს. "ეს საშინელი ომია", - თქვა ტრამპმა.

"...ჩვენ ბევრი ომი შევაჩერეთ... ინდოეთი და პაკისტანი, ბევრი ქვეყანა. და ამ ომსაც შევაჩერებთ. როგორმე შევაჩერებთ მას," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.