აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ეფლს“ 25%-იანი ტარიფით ემუქრება, თუ კომპანია აშშ-ში გასაყიდ აიფონებს შეერთებულ შტატებში არ დაამზადებს.

დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ უკვე ესაუბრა „ეფლის“ აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკს.

„მე დიდი ხნის წინ ვაცნობე „ეფლის“ ტიმ კუკს, რომ იმედი მაქვს, მათი „აიფონები“, რომლებიც გაიყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამზადდება და იწარმოება შეერთებულ შტატებში და არა ინდოეთში, ან სხვაგან. თუ ეს ასე არ არის, „ეფლმა“ უნდა გადაიხადოს მინიმუმ 25 პროცენტიანი ტარიფი აშშ-ში,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი