აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმება მარტივად მიღწევადია.
"აშშ-ს არაფერი საერთო არ ჰქონდა ირანზე თავდასხმასთან დღეს ღამით. თუ ირანი რაიმე ფორმით დაგვესხმის თავს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და ძლიერება თქვენზე უპრეცედენტო დონეზე დაეცემა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!" - წერს დონალდ ტრამპი.