აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ეხმიანება.

ტრამპი სამართალდამცველებს ნიღბიანი მომიტინგეების დაკავებისკენ მოუწოდებს.

"დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები. ახლავე!" – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში შეტაკებებია. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. 

შეტაკებები მოხდა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. 

შეტაკებები ასევე მოხდა ეროვნული გვარდიის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის წევრებმა გამოიყენეს ხელკეტებიც. დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.