არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის დარტყმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ შესაძლოა, ეს მოხდეს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელს, არ დაარტყას ირანს და აღნიშნა, რომ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ახლოსაა.
„ჩვენ ახლოს ვართ საკმაოდ კარგ შეთანხმებასთან. არ მინდა, რომ მათ ეს გააკეთონ, რადგან ვფიქრობ, ეს ყველაფერს გააფუჭებს. მსურს კონფლიქტის თავიდან აცილება. ირანს ცოტა უფრო მაგარი მოლაპარაკება მოუწევს, რაც ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ მოგვცენ ის, რისი მოცემაც ახლა არ სურთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი