აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შუალედური არჩევნების შედეგებს პატივს სცემს, თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება.
კითხვაზე, როგორ აპირებს დემოკრატებთან თანამშრომლობას იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს ისინი მოიპოვებენ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „რაიმე გზას გამონახავს“.
„შეხედეთ, მე ვეტოს ძლიერი უფლება მაქვს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება, მაგრამ ასე თუ მოხდა – ეს ადრეც მომხდარა ბევრი პრეზიდენტის დროს – ვეტოს ძლიერი უფლება გაქვს და საბოლოოდ შეთანხმებებს აღწევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური საყოველთაო არჩევნები 2026 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.









