რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსულ მხარეს ჯერ არ მიუღია ცნობა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობისთვის მზადაა. აღნიშნული განცხადება პესკოვმა რუს ჟურნალისტთან ალექსანდრე იუნაშევთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

"პესკოვმა მითხრა, რომ მოსკოვისთვის ჯერ არ უცნობებიათ ზელენსკის თანხმობის შესახებ, წარმართოს მოლაპარაკებები ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე", - დაწერა იუნაშევმა Telegram-ის საკუთარ არხზე.

ცნობისთვის, გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკიმ აშშ-ის არმიის მდივანს დენ დრისკოლს კიევში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სურვილი აქვს.