კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს (ECHR) მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს.

"ჩვენ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ" - თქვა მან ბრიფინგზე.

სხვა კითხვაზე პასუხისას, უშვებდა თუ არა ის, რომ გადახდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების დათბობას, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი "ამას ცალკე თემად, ცალკე საკითხად განიხილავს"

ცნობისთვის, ECHR-მა რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების "მასშტაბური" დარღვევების გამო, რაც კავშირშია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესთან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლების უფლების, საკუთრების უფლებების, ოჯახური ცხოვრების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით დარღვევებზე, რაც ათეულობით ათას ეთნიკურად ქართველს შეეხო.