რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აღნიშნავს, რომ უკრაინაში არ უნდა იყვნენ ნატო-ს მშვიდობისმყოფელები.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შექმნილმა „მსურველთა კოალიციამ“ მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში უნდა განათავსოს დამხმარე ძალები „ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში“.

„უტვინო გალური მამალი ვერ ახერხებს ვერანაირად უარი თქვას „უკრაინაში“ ჯარების გაგზავნის იდეაზე. პირდაპირ ითქვა: არანაირი ნატო-ს ჯარი მშვიდობისმყოფელების სახით. რუსეთი უსაფრთხოების ასეთ გარანტიებს არ მიიღებს. მაგრამ ხრინწიანი საწყალი ფრინველი აგრძელებს ყივილს, ამტკიცებს, რომ ის არის საქათმის მეფე“, – დაწერა მედვედევმა X-ზე.

თარგმანი: პირველი არხი