რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი NATO-ს და ევროპელ ლიდერებს რაკეტებით და "აპოკალიფსით" კვლავ დაემუქრა.
"სუნაკი, შოლცი, მაკრონი, ნორვეგიელი, ფინელი, პოლონელი და სხვა ლიდერები NATO-ს ქვეყნებიდან ამბობენ, რომ 'ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვის'... თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი ომი მოხდება, მაშინ ის არ წავა სპეციალური სამხედრო ოპერაციის სცენარით, ის არ იქნება სანგრებში არტილერიის, ჯავშანტექნიკის, დრონებისა და ელექტრონული საომარი ტექნიკის გამოყენებით.
ჩვენი სამხედრო პოტენციალის შეუდარებლობის გამო, ჩვენ უბრალოდ არჩევანი არ გვექნება. პასუხი ასიმეტრიული იქნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოყენებული იქნება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები სპეციალური ქობინით. ეს ეფუძნება ჩვენს დოქტრინალურ სამხედრო დოკუმენტებს და ყველასთვის ცნობილია. და ეს არის ძალიან ცნობილი აპოკალიფსი. ყველაფრის დასასრული." - დაწერა მედვედევმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევი ევროპისა და ნატოს ქვეყნებს ემუქრება. ამავე დროს, ის ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს "NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან კონფლიქტის გეგმები."
"დასავლელმა პოლიტიკოსებმა ამომრჩეველს უნდა უთხრან მწარე სიმართლე და არ მოექცნენ მათ როგორც უტვინო იდიოტებს. აუხსენით რა მოხდება სინამდვილეში და არ გაიმეოროთ ცრუ მანტრა რუსეთთან ომისთვის მზადყოფნის შესახებ," - აღნიშნა რუსეთის ექსპრეზიდენტმა.