ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამზადისი მიმდინარეობს. დღეს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.
დღეს შეერთებული შტატების დედაქალაქში განსაკუთრებულ სიცივეს ვარაუდობენ - სინოპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტემპერატურა ინაუგურაციის დროს -11 გრადუსამდე დაეცემა. ამის გამო ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში ჩატარდება.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვაშინგტონში დაახლოებით 25 000 სამართალდამცველი იქნება მობილიზებული.