ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედურ არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა გრძელდება.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილისთვის და სენატის 100 ადგილიდან 35-ისთვის მიცემული ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დემოკრატებმა 25 ადგილიდან 17 დაისაკუთრეს, რესპუბლიკელებმა კი 8 ადგილი, რაც სენატში უკვე არსებული დემოკრატების 34 და რესპუბლიკელების 31 ადგილის გათვალისწინებით, დემოკრატების 51:39-ზე უპირატესობას ნიშნავს.
ყველა არსებული მონაცემით დემოკრატები კიდევ უფრო დიდი უპირატესობით იგებენ არჩევნებს წარმომადგენელთა პალატაში. ამ დროისთვის გარკვეულია, რომ დემოკრატებმა უკვე მოიპოვეს 164 ადგილი და საბოლოოდ 435 ადგილიდან არანაკლებს 250-ს მოიპოვებენ.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატებმა ამ მომენტისთვის ექვსი წითელი შტატი მოიგეს.
ნიუ-ჰემპშირი
დემოკრატმა კონგრესმენმა კრის პაპასმა აშშ-ის სენატის არჩევნებში დაამარცხა რესპუბლიკელი ყოფილი სენატორი ჯონ სუნუნუ. ამ გამარჯვებით მან შეინარჩუნა დემოკრატების ადგილი სენატში და გახდა პირველი ღიად გეი მამაკაცი, რომელიც აშშ-ის სენატში აირჩიეს.
ჩრდილოეთ კაროლინა
შტატის ყოფილმა დემოკრატმა გუბერნატორმა როი კუპერმა სენატის არჩევნებში დაამარცხა რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მაიკლ უოთლი. კუპერმა ეს ადგილი რესპუბლიკელებისგან გადაიბარა, რაც დემოკრატებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კაროლინაში სენატის არჩევნებში პირველი გამარჯვებაა.
სამხრეთ კაროლინა
დემოკრატმა ენი ენდრიუსმა სენატის არჩევნებში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა მოქმედ რესპუბლიკელ სენატორ დარლინ გრემთან, რომელიც სენატორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი ძმა, სენატორი ლინდსი გრემი მიმდინარე წლის ივლისში გარდაიცვალა. ენდრიუსის გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზია, რადგან სამხრეთ კაროლინას სენატში დემოკრატი კანდიდატი 1998 წლის შემდეგ არ აურჩევია.
დემოკრატებმა გაიმარჯვეს აგრეთვე შემდეგ წითელ შტატებში: ტეხასში (ჯეიმს ტალარიკო), ოჰაიოში (შეროდ ბრაუნი), აიოვაში (ჯოშ ტურეკი). 
მოამზადა რაულ კაპანაძემ




