ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის რადაში დიდი კრიზისი ახლოვდება.

„დიდი კრიზისი ახლოვდება ზოგადად პარლამენტთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ ჩემთან, ფრაქციაში მანდატის დატოვების 17 განცხადება მაქვს. ანუ, 401 ადამიანი გვყავს პარლამენტში, სამედიცინო მიზეზების გამო კიდევ ერთს გავუშვებთ და 400 ადამიანი დარჩება. 400-იდან  226-ის შეკრება (მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად) ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დავით არახამიამ.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის თქმით, სხვა ფრაქციებსა და პარტიებსაც ჰყავთ დეპუტატები, რომლებიც წასვლის მსურველები არიან.