რეგიონის ყველა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმაც, სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, არ დაუშვას იაპონური მილიტარიზმის აღორძინება და არ დაუშვას ისტორიული ტრაგედიების განმეორება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა.
ჩინელი დიპლომატის თქმით, ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგების დასაცავად და მშვიდობის ერთობლივად უზრუნველყოფისთვის.
„აგრესიის აქტის უარყოფა ნიშნავს ისტორიული დასკვნების ეჭვქვეშ დაყენებას და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის შერყევას. მოვუწოდებთ იაპონიას, აღიაროს საკუთარი აგრესიული წარსული და ღრმად გაიაზროს იგი, ასევე კონკრეტული ქმედებებით მოიპოვოს აზიელი მეზობლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.








