ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) 2026 წლის აგვისტოს თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წარმოებული იყო აგვისტოში წარმოებული 1,314885 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 3.8%-ით მეტია წინა წლის აგვისტოში წარმოებულთან (1. 267252 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში წარმოებული იყო 9.175655 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (9.275586 მლრდ კვტსთ) შედარებით.

საქართველოს მიერ აგვისტოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1.314920 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის აგვისტოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (1.364932 მლრდ კვტსთ) 3.7%-ით ნაკლებია

საქართველოს მიერ იანვარ-აგვისტოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 10.112064 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (9.880605 მლრდ კვტსთ) 2.3%-ით აღემატება.

ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-აგვისტოში:

თბოსადგურებმა 1.535459 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 190.476 მლნ კვტსთ-ით ანუ 14.2%-ით მეტია;

ქარის სადგურებმა 78.224 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მზის სადგურებმა კი 12.15მლნ კვტსთ;

მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 3.368086 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140.924 მლნ კვტსთ-ით ანუ 4%-ით ნაკლებია;

სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 3.405036 / 2.93979 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 320.009 მლნ კვტსთ-იანი ანუ 5%-იანი კლებაა;
 
მცირე სიმძლავრის სადგურებმა 777.698 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2.284 მლნ კვტსთ-იანი ანუ 0.3%-იანი კლებაა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1.179354 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 6.2%-იანი მატებაა.

ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 242.944 მლნ კვტსთ, რაც შარშანდელთან შედარებით 51.9%-იანი და 2006 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მცირე მოცულობაა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ