ბოლო ორი დღის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში 2 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.

ავიაციის ანალიტიკური კომპანიის, Cirium-ის ინფორმაციით, სამშაბათს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში რეისების – 30%-ზე მეტი, დღეს კი ავიარეისების დაახლოებით 6% გაუქმდა ან გადაიდო.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ავიარეისების გაუქმების ან გადადების მიზეზი ტექნიკური პრობლემებია. ავიაკომპანიები მგზავრებს ურჩევენ, აეროპორტში გამგზავრებამდე გადაამოწმონ რეისის სტატუსი და აეროპორტისკენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემართონ, თუ ფრენის შესრულება დადასტურებულია.

„ჰითროუში“ მგზავრების დასახმარებლად ტერმინალებში დამატებითი პერსონალი გამოიყვანეს. აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ეროვნულ უწყებებსა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.