რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ლონდონი მკაცრად გააფრთხილა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ქმედებები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ ნიშნავს ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას ომში.
"ეჰ, მიმძიმს ბრიტანეთის ყურება, თუ ის უკრაინას ბოლომდე მიჰყვება. პრეზიდენტი აფრთხილებდა ყველას ჩვენი უფლებების შესახებ, ვიმოქმედოთ მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში, თუ ვინმე შეეხება ჩვენს ინტერესებს ან საკუთრებას. ჩვენც ზუსტად ასევე უფლება გვაქვს, ბრიტანეთის საჯაროდ გამოცხადებული პირდაპირი მონაწილეობა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებში განვსაზღვროთ, როგორც ომში მონაწილეობა — ყველა შემდგომი შედეგით", - აცხადებს ლავროვი.
აღნიშნული განცხადება ლავროვმა გააკეთა იმ მედიაცნობების ფონზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმისეული დარტყმებისთვის ბრიტანული წარმოშობის შეიარაღება გამოიყენეს.
თავის მხრივ, ბრიტანეთის მხარემ აღნიშნა, რომ ლონდონი უკრაინის მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობს, რასაც მოსკოვიდან მწვავე რეაქციები და გაფრთხილებები მოჰყვა.




