საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ ხორვატ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, PISA 2025-ის შედეგების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.