ისრაელსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა - დღეს რამდენიმე საათში ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვებით უპასუხეს

ისრაელის გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, მოვლენები ქრონოლოგიურად ასე განვითარდა:

4:21 pm - ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა დასავლეთ ნაპირის "მოსახლე ტერორისტები" პალესტინელების "ეთნიკურ წმენდაში" დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზოგიერთს მთავრობაც უჭერს მხარს. ამასთან ერთად გამოაცხადა დასახლებებთან ყველა სახის საქმიანობის აკრძალვა.

4:44 pm - თორმეტმა ქვეყანამ ერთობლივად გამოხატა მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ევროპულ ზომებს ისრაელის დასახლებების პროდუქციის წინააღმდეგ დააწესონ ახალი სანქციები.

2 საათის წინ - ისრაელის საგარეო მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა: ისრაელი ხურავს ბრიტანეთის საკონსულოს იერუსალიმში, ქვეყნიდან გააძევებს ღაზის და პალესტინის ხელისუფლების მისიის წარმომადგენლებს და შავ სიაში შეიყვანს გარკვეულ ბრიტანელ დეპუტატებს „აღმაშფოთებელი" სანქციების გამო.

1 საათის წინ - ისრაელის საგარეო უწყებამ დაასახელა 11 ბრიტანელი პარლამენტარი და 1 იურისტი, რომლებსაც ისრაელში შესვლა აეკრძალებათ.

57 წუთის წინ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „აშკარაა", რომ ამერიკა ბრიტანეთის სანქციებს დასავლეთ სანაპირის ისრაელი დასახლებებზე არ შეუერთდება.

რა არის მიზეზი?
ღაზაში ომის ფონზე ბრიტანეთი აძლიერებს ზეწოლას ისრაელზე დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკის გამო. ისრაელი კი ამას „ჩარევად" და „ანტისემიტიზმად" აფასებს. მიმდინარე ამბები ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების ყველაზე სერიოზული დიპლომატიური კრიზისია.

წყარო: The Times of Israel

მოამზადა რაულ კაპანაძემ