დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ შეშფოთებულია ფრონტის ხაზიდან მოშორებული ნაწილების დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ ფოკუსირებულია ცენტრალურ დონბასზე. ამას ადასტურებს ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რაიონებში თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა და ამ რეგიონებში პერსონალის გადაყვანა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გააძლიერეს თავდაცვითი პოზიციები ზაპოროჟიეს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით სოფელ ტარასოვკას მახლობლად, რაც სატელიტური ფოტოებითაც დასტურდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი გარღვევა ზაპოროჟიეში "სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსული" სახმელეთო ხიდის ეფექტურობას, რომელიც რუსეთის ფედერაციის როსტოვის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლუგანსკის რეგიონში "კიდევ უფრო მეტად უთხრის ძირს რუსეთის დეკლარირებულ სამხედრო მიზანს დონბასის "განთავისუფლების" შესახებ.
"ამ საფრთხეებიდან რომელს დაუპირისპირდნენ პირველად, ალბათ ერთ-ერთი მთავარი დილემაა რუსი ოპერაციის დაგეგმარებისთვის." - წერს დაზვერვა.