ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის მხრიდან მასშტაბური იერიშის წამოწყების შანსები მომდევნო კვირებში მაღალი არ არის. უწყების ყოველდღიურ შეჯამებაში ნათქვამია, რომ რუსები შეტევების წარმოებას იანვრიდან ცდილობენ, თუმცა მათი წინსვლა არარსებითია და საუბარია კვირაში რამდენიმე ასეულ მეტრზე.
ამის მიზეზად უწყებაში საბრძოლო მასალებისა და მოიერიშე ნაწილების უკმარისობას ასახელებენ - "სამხედრო ხელმძღვანელები აწყობენ გეგმებს, რომლებიც ცუდად დაკომპლექტებულ და გამოუცდელი დანაყოფებისგან არარეალისტურ მიზნებს უსახავს."
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო კვირებში რუსეთი შეძლებს იმ რაოდენობით ძალების მობილიზებას, რაც ომის მსვლელობის გარდასატეხად არის აუცილებელი.