უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგი, სავარაუდოდ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, განიცადა. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვაში.

უწყების წარმომადგენლები საუბრობენ უკრაინის გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშზე დაყრდნობით და აღნიშნავენ, რომ ტენდენცია, რომელიც ამ მონაცემებს ასახავს, დიდი ალბათობით ზუსტია.

ბოლო ერთ კვირაში რუსი ოკუპანტები დღეში საშუალოდ 824 სამხედროს კარგავენ, რაც ოთხჯერ მეტია 2022 წლის ივნის-ივლისში განცდილ დანაკარგებზე. აღნიშნულია, რომ დიდ დანაკარგს განიცდის უკრაინაც.

ბრიტანეთის დაზვერვას მიაჩნია, რომ რუსული მხარის დანაკარგების ზრდა, სავარაუდოდ, უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მომზადებული კადრების, კოორდინაციისა და რესურსების დეფიციტს მთელ ფრონზტე, რაც კარგად გამოჩნდა უჰლედარსა და ბახმუტში.