დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე განიხილეს , რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია.

ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში საომრად მოხვდნენ.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინაში ოპერაციის დაწყებიდან, ყველა საშუალებით ცდილობდნენ დისციპლინის შენარჩუნებას, თუმცა, პრობლემა 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ გამწვავდა.