დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში სულ უფრო სერიოზულ საფრთხეებს აწყდება, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რკინიგზაზე აფეთქებებს და სხვა მსგავს ინციდენტებს პარტიზანთა ქმედებებიც დაემატა.

მისი მონაცემებით, დიდი ალბათობით, 19-22 მაისის პერიოდში რუსეთის ძალების და პარტიზანების შეტაკებები უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის, სულ მცირე, სამ ლოკაციაზე მოხდა. ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული ინციდენტი გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გრაივორონის მახლობლად დაფიქსირდა.

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში მომხდარ ინციდენტებს გამოიყენებს მხარდასაჭერად ოფიციალური ვერსიის, რომ ის „ომის მსხვერპლია“.