დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კრემლი ცდილობს რუსეთში მომუშავე მიგრანტები, ცენტრალური აზიიდან, უკრაინაში საბრძოლველად წაიყვანოს.
როგორც დაზვერვა წერს, რეკრუტორები ამ მიზნით მეჩეთებსა და სხვადასხვა საემიგრაციო ოფისებს სტუმრობენ.
"საიმიგრაციო ოფისებში თანამშრომლები, რომლებიც საუბრობენ ტაჯიკურად და უზბეკურად, რეგულარულად ცდილობენ მიგრანტების გადაბირებას", - ამბობს დაზვერვა.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ დამსაქმებლები, სთავაზობენ რეგისტრაციის ბონუსებს $2,390 აშშ დოლარის ოდენობით და ხელფასს 4,160 აშშ დოლარამდე თვეში. მიგრანტებს ასევე შესთავაზეს რუსეთის მოქალაქეობისკენ სწრაფი გზა ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში, ჩვეულებრივი ხუთი წლის ნაცვლად.
დაზვერვა ამბობს, რომ მაღალი ყოველთვიური ხელფასი და სარეგისტრაციო ბონუსი ზოგიერთ მიგრანტს აიძულებს, რომ დარეგისტრირდეს. მათ კი რუსეთი, დიდი ალბათობით, ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნის, სადაც დაღუპულთა მაჩვენებელი ექსტრემალურად მაღალია.
უწყების ცნობით, მიგრანტების გაწვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მცდელობაა, რომ შეასრულოს მისი მიზანი, შეაგროვოს 400,000 მოხალისე მებრძოლი უკრაინაში. ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ სავალდებულო მობილიზაცია რაც შეიძლება გვიან გამოაცხადოს, რათა შიდა არეულობა მინიმუმამდე დაიყვანოს.