ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულმა სამხედრო აღლუმმა ტექნიკური და სტრატეგიული პრობლემები აჩვენა.

დაზვერვის უწყების მონაცემებით, აღლუმის მონაწილეთა უმრავლესობას რეგულარული არმიის დამხმარე ფორმირებების წარმომადგენლები და კურსანტები შეადგენდნენ.

მისი ცნობით, რუსეთის რეგულარული ჯარიდან აღლუმში მხოლოდ სარკინიგზო ძალების და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.