ბრიტანელი მსახიობი ტერენს სტემპი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ სტემპმა გამორჩეული მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც ადამიანებს მრავალი წლის განმავლობაში შთააგონებს.
სტემპი 1938 წელს, ლონდონში დაიბადა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი მან 1962 წლის ფილმში "ბილი ბადი" შეასრულა, რამაც "ოსკარის" ნომინაცია და "ოქროს გლობუსი" მოუტანა საუკეთესო დებიუტისთვის.
1978-2019 წლებში სტემპმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა.