Credit Suisse-ის აქციების ფასმა დღეს მკვეთრი ვარდნა განიცადა.
აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა Credit Suisse-ის მიერ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ზარალის შესახებ განცხადებას და აქციონერთა გაფრთხილებას 2023 წელს მოსალოდნელი ახალი მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ.
დღეს, დღის დასაწყისში, Credit Suisse-ის აქციების ფასი 3,252 შვეიცარიული ფრანკი იყო, ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების მომენტში კი აქცია 2,773 შვეიცარიული ფრანკი ღირდა, რაც 14,73%-იანი ვარდნაა.
უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში Credit Suisse-ის აქციები 17,27%-ით გაუფასურდა - 3,316 შვეიცარიული ფრანკიდან 2,773 შვეიცარიულ ფრანკამდე.
Credit Suisse-ის აქციების ისტორიული მინიმალური ღირებულება (2,65 შვეიცარიული ფრანკი) 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა.