ვულოცავ უკრაინას ბრწყინვალე დარტყმას რუსეთის საჰაერო ძალებზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი X-ზე წერს.
"ვულოცავ უკრაინას ბრწყინვალე დარტყმას რუსეთის საჰაერო ძალებზე. უკრაინელები დაუმორჩილებლები და ტექნოლოგიურად ბრწყინვალეები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იერიში სამხედრო ობიექტებზე მიიტანონ, მაშინ, როცა პუტინი განურჩევლად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.
დროა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა რუსეთზე მეორადი სანქციების დაწესებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. დროა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცეს და ეს ომი დასრულდეს", - წერს ბორის ჯონსონი.
Congratulations to Ukraine on the superb strike against Russia’s air power. The Ukrainians are indomitable and technologically brillliant. They do their best to hit military targets while Putin indiscriminately slaughters civilians.
— Boris Johnson (@BorisJohnson) June 1, 2025
Time for the UK and EU to back Lindsey… https://t.co/SnTdqlDXRF