აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის ფინანსური დახმარების ახალი კანონპროექტის მიღება გამორიცხა. მის განცხადებას Reuters ციტირებს.
უკრაინის დასაფინანსებლად კანონპროექტის მიღებაზე ჯონსონმა თქვა: "ჩვენ ამის მადა არ გვაქვს."
"ჩვენ უნდა მივიყვანოთ დასასრულამდე და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით ეს. ძალიან დიდხანს გაგრძელდა." - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო საკითხებს, ძირითადად, წარმომადგენელთა პალატა წყვეტს, სადაც რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა, რომ ახალი იარაღის მიწოდება უკრაინას ვერ დაეხმარება. მისი თქმით, კიევი ვერ დაამარცხებს რუსეთს, რადგან მას აქვს დიდი რაოდენობრივი უპირატესობა, ხოლო ევროპული იარაღის რეზერვები ამოწურულია.