ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მოლდოვას ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარდაჭერას ჰპირდება.
მისი თქმით, რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩარევის მიუხედავად, მოლდოველებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს.
"20 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებმა გამოიყენეს თავიანთი ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში შეტანის შესახებ.
ევროკავშირი აქებს ქვეყნის ხელისუფლებას საარჩევნო პროცესისა და რეფერენდუმის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის.
ევროკავშირი მიესალმება რეფერენდუმის შედეგებს. მოქალაქეებმა გააკეთეს ისტორიული არჩევანი თავიანთი მომავლის უზრუნველსაყოფად ევროკავშირში, მიუხედავად რუსეთისა და მისი მარიონეტების მასიური ჩარევისა და ჰიბრიდული კამპანიისა მოლდოვაში დემოკრატიული კენჭისყრის შელახვის მიზნით. კენჭისყრის შედეგები ასახავს მათ მისწრაფებებს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი, სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვისკენ.
ევროკავშირი გმობს რუსეთის უპრეცედენტო მავნე ჩარევას მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებსა და საკონსტიტუციო რეფერენდუმში. ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის მდგრადობისა და პროგრესის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის გზაზე", – აცხადებს ბორელი.