მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, რეფერენდუმის შედეგი მოწმობს, რომ მოლდაველებს კვლავაც ევროპისკენ სვლა სურთ.
"ევროპული ინტეგრაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილი რეფერენდუმი მოწმობს, რომ მოლდაველებმა ევროკავშირი აირჩიეს მაშინაც კი, როცა ისინი მასშტაბური დეზინფორმაციის და მანიპულაციის სამიზნე იყვნენ", – აცხადებს სანდუ.
როგორც ვარაუდობენ, რეფერენდუმის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია ხმებმა მოლდოვის ძლიერი დასავლური დიასპორიდან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კითხვაზე, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?", რეფერენდუმში მონაწილეთა 50,46%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 49,54%-მა – უარყოფითი.