უსაფრთხოებისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკს ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას შესთავაზებს. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ბევრმა ადამიანმა სცადა ღაზაში ომის შეჩერება. ეს ჯერ არ მომხდარა და მე არ მაქვს იმედი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვახორციელებდეთ ზეწოლას ისრაელის მთავრობაზე", – განაცხადა ბორელმა.







