ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, აშშ-ის ახალ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ფონზე, განაცხადა, რომ ევროკავშირმა "თავის ბედი საკუთარ ხელში უნდა აიღოს". ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ბორელის თქმით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა "ამერიკულ საზოგადოებაში ღრმა პოლიტიკური და კულტურული ტრანსფორმაცია".

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შედეგებს დიდი გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.

"მომდევნო ათწლეულები უდავოდ იქნება აღსანიშნავი იმით, თუ რას აკეთებს ტრამპი და რა შედეგები მოჰყვება მას... მე არ ვაპირებ სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ვიტყვი, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. მშვიდად, ფხიზლად, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილების შექმნის გარეშე, თითქოს პარალიზებულები ვართ, ირემივით ღამით გზაზე მანქანის ფარების წინ", - თქვა ბორელმა.