უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროპელ მოკავშირეებს აცნობა, რომ ამჟამად რუსეთის არმია უკრაინაზე 3-ჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს ისვრის. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საარტილერიო ჭურვების კრიტიკული უკმარისობის შესახებ უმეროვი ევროპელი კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში საუბრობს. ამ წერილის მიხედვით, უკრაინის არმია თითქმის 1500-კილომეტრიანი ფრონტის სიგრძეზე დღეში დაახლოებით 2 ათას საარტილერიო ჭურვს ისვრის, რაც რუსეთის მაჩვენებლებზე ჯერადად ნაკლებია.
უმეროვი ევროპელ კოლეგებს სთხოვს რაც შეიძლება სწრაფად გაზარდონ საარტილერიო ჭურვების წარმოების მოცულობა.