მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან დავა წააგო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, წელიწად-ნახევრის შემდეგ, ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ მხარეებს განუცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება.
Bloomberg წერს, რომ ფულის გათეთრებაზე დავა შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა, UBS-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. გაკოტრების პირას მყოფი, ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse მიმდინარე წლის მარტში იყიდა UBS-მა.
Bloomberg ციტირებს ივანიშვილის სპიკერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მსჯელობას, რომელიც აიგნორირებს მტკიცებულებებს, რომლითაც ჩანს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მზადყოფნა, დამალოს და გაათეთროს მისი თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავალი", - ამბობს ის.