რუსეთმა, ქვეყნის ახალი ლიდერის, აჰმედ აშ-შაარას ვიზიტიდან ერთ კვირაში, სირიაში მდებარე სამხედრო საჰაერო ბაზაზე ფრენები განაახლა. როგორც მინიმუმ ორი რუსული თვითმფრინავი დაეშვა ქალაქ ლატაკიაში, სადაც ავიაბაზა "ჰმეიმიმი" მდებარეობს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. 

26 ოქტომბერს, რუსეთის საჰაერო ძალების ИЛ-62М თვითმფრინავი ლიბიიდან აფრინდა და ლატაკიაში დაეშვა, მოგვიანებით კი მოსკოვის ოლქის მიმართულებიდან გაფრინდა.

24-29 ოქტომბრის შუალედში, კიდევ ერთი რუსული АН-124-100 ტიპის თვითმფრინავი სამჯერ დაეშვა ლატაკიის აეროპორტში, რომელსაც "ჰმეიმიმი" ესაზღვრება.Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება და ქვეყნებში საელჩოების აღდგენის საკითხზე მუშაობს.

15 ოქტომბერს სირიის ლიდერი აჰმედ აშ-შაარა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა "ჰმეიმისა" და ტარტუსში მდებარე საზღვაო ბაზის აღდგენაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მსვლელობისას, აშ-შაარამ პუტინს უთხრა, რომ მზად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვისთვის.