აშშ-ის სანქციების შედეგად რუსული ნავთობის ძირითად სახეობებზე ფასი დაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სანქციებმა ჩინეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები აიძულა, რუსეთიდან ზოგიერთი შესყიდვა გაეუქმებინათ. კერძოდ, ჩინურმა კომპანიებმა გააუქმეს რუსული საზღვაო ნავთობის, მაგალითად, "ესპოს" შესყიდვა.
"ესპოს" უპირატესობას ანიჭებდნენ როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩინური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები, ასევე კერძო კომპანიებიც.
ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიების, Rosneft-ისა და Lukoil-ის, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.








