ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების, უკრაინის დასახმარებლად გამოყოფის გადაწყვეტილება დეკემბრამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ემხრობიან წინადადებას, უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან 140 მილიარდი დოლარის "რეპარაციული კრედიტი" მიიღოს, თუმცა ბელგია, სადაც ამ აქტივების უდიდესი ნაწილია განთავსებული, სერიოზულ გარანტიებს ითხოვს, რომ ბრიუსელს ამ კრედიტის გაცემასთან დაკავშირებულ რისკებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.








