გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ორგანიზაციაში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იგეგმება გაეროს ბიუჯეტის 700 მილიონი დოლარით შემცირება და 3 ათასზე მეტი თანამშრომლის დათხოვნა.

Bloomberg წერს, რომ ორგანიზაციის რეფორმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროს დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.