გამოცემა Axios, ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა შაბათს ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა. თუმცა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში, მაღალი რანგის ირანელი სამხედრო პირი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
დონალდ ტრამპმა შაბათს, 11 აპრილს დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო „ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესი“. ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ამერიკული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ აშშ-ის ფლოტის მიერ ირანის კონტროლირებადი ამ სტრატეგიული გასასვლელის გადაკვეთის შესახებ.
“ჩვენ ვიწყებთ ორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც კეთილ ნებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვისა და მრავალი სხვასთვის,“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა პლატფორმაზე Truth Social.











