აშშ თავის სამხედრო ხომალდებს „საუკეთესო იარაღით“ ავსებს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ნიუ იორკ პოსტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ „ამას დაახლოებით 24 საათში გავიგებთ“.

„ჩვენ გემებს ვავსებთ ოდესმე წარმოებული საუკეთესო იარაღით, თუნდაც უფრო მაღალი დონით, ვიდრე სრული განადგურებისთვის ვიყენებთ. შეთანხმება თუ არ გვექნება, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, ძალიან ეფექტურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის ადამიანები არიან, რომლებიც „არ იცი, სიმართლეს ამბობენ თუ – არა“.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 11 აპრილს პაკისტანში გაიმართება.